წრის აღწერა

კომპიუტერული წრე
V კლასი

   სსიპ ქალაქ თბილისის N65 საჯარო სკოლაში 2019 წლის იანვრიდან ფუნქციონირებას იწყებს კომპიუტერული წრე მე-5 კლასელებისთვის. 
   მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, პარასკევობით , 14:00 სთ-ზე.

საწრეო მუშაობის მიზანი:

  •  მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმატიკის გამოყენების დადებითი მხარეების გაცნობიერება.
  •   გაიაზრონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივი ასპექტები ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, 
  •  მოსწავლეებმა შეძლონ გაცნობიერება გრაფიკული რედაქტორის დანიშნულების და ფუნქციონირების, ეფექტიანად იყენებენ და ცოდნას იღრმავებენ;
  •  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირება ციფრული მასალის შექმნისას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარებისას;
  • საწრეო მუშაობის შედეგები:                                                                                                მოსწავლე შეძლებს:
  •   გრაფიკული რედაქტორის ეფექტიანად გამოიყენებას და ცოდნის გაღრმავებას.
  •   შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას ტექსტური და გრაფიკული მასალის კომბინირებით.
  •   გაიაზრებს ინფორმატიკის გამოყენების დადებით მხარეებს.
  •   გააცნობიერებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ ასპექტებს.
       ესგ-ს მისაღწევი შედეგები
ის ტექნ.V.1 - მოსწავლეები აცნობიერებენ და ცოდნას იღრმავებენ გრაფიკული რედაქტორის დანიშნულებას და ფუნქციონირებას, ეფექტიანად იყენებენ მას.
ის ტექნ.V.2 - მოსწავლები აცნობიერებენ ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილს და როლს. გაიაზრებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივი ასპექტებს. 
 ის ტექნ.V.3 – მოსწავლეები ახდენენ ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარებას;


Comments

Popular posts from this blog

სამუშაო პროგრამა და შედეგები